ტურინის „იუვენტუსის“ მცველი ჟოაუ კანსელუ Sky Sport-ს ესაუბრა. პორტუგალიელმა მცველმა განაცხადა, რომ იტალიის სუპერთასის მოგების შემდეგ სხვა ტიტულები მოგება უნდა და გუნდი ამისთვის გამუდმებით მუშაობს.
გარდა ამისა, ჟოაუმ კრიშტიანუ რონალდუზე, ალექს სანდროზე და მადრიდის „ატლეტიკოზე“ ისაუბრა.
ტიტულები
„ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ უფრო მეტი ტიტული მოვიგოთ და ამისთვის ყოველდღე ვმუშაობთ. ტრავმა? – ეს იყო საკმაოდ რთული მომენტი ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად. ყოველდღე ბევრს ვმუშაობდი, რომ რაც შეიძლება სწრაფად დავბრუნებულიყავი.
კრიშტიანუსთან ურთიერთობა
„იუვეში“ თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ. ეს შესანიშნავი გუნდია, შესანიშნავი ადამიანებით. რონალდუ? მეგობრები ვართ, დიდი ჩემპიონია, მსოფლიოში საუკეთესო. ცხადია, გუნდის დონე მისი მოსვლით გაიზარდა და „იუვენტუსმაც“ ამისთვის იყიდა.
ალექს სანდრო
ალექსი შესანიშნავი ფეხბურთელი და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მარცხენა მცველია. მისი თამაში ჯერ კიდევ მაშინ ვნახე, როდესაც ის „პორტუში“ იყო, მე კი „ბენფიკაში“ და ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი. ჩემთვის საპატიოა მასთან ერთად თამაში.
პროგრესი
ვიცი, რომ დაცვით ფაზაში მოსამატებელი მაქვს. მე უფრო შემტევი ფეხბურთელი ვარ, მაგრამ აქ ვარ და ვსწავლობ ჩემი თანაგუნდელებისა და მწვრთნელის წყალობით.
„ატლეტიკო“
უფრო იტალიურ გუნდს ჰგავს, ვიდრე ესპანურს. ფიზიკურად ძალიან ძლიერი და კომპაქტური გუნდია. მაღალი ხარისხის ფეხბურთელები ჰყავს, დაცვაში საოცრად ძლიერია და ორი ურთულესი თამაში იქნება.