მთავარი / სიახლეები / “ლეჩე” – “იუვე”: ფეხბურთელთა შეფასებები

“ლეჩე” – “იუვე”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს მეცხრე ტურში „ლეჩესთან“ საგარეო მატჩში ქულები დაკარგა (1:1). გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით:

შჩესნი 6 – რამდენიმე უმნიშვნელო ჩართვა ჰქონდა თამაშში.

დანილო 6 – მოედანს ტრავმის შემდეგ დაუბრუნდა, მაგრამ განსაკუთრებული არაფერი გაუკეთებია.

კუადრადო 6 – მარჯვენა ფლანგი მისი მეშვეობით უნდა აჩქარებულიყო. შესაძლოა, ძალიან გვიან ჩართეს თამაშში.

ბონუჩი 6 – ადრე თუ გვიან, დაისვენებს, მაგრამ „ლეჩე“ არ იყო სწორი შესაძლებლობა მის დასასვენებლად. მთელი თამაში ერთადერთი შეცდომა დაუშვა, თავდასხმაში, როდესაც კარის წინ გოლი ვერ გაიტანა, რაც „იუვეს“ 3 ქულას მოუტანდა.

დე ლიხტი 5.5 – აჯობებდა ადგილი დემირალისთვის დაეთმო. პენალტის ეპიზოდში არ გაუმართლა, სხვა შეცდომა არ ჰქონია, მაგრამ ფაქტია, მისი წესის დარღვევა გუნდს 2 ქულის დაკარგვად დაუჯდა.

ალექს სანდრო 6.5 – რეგულარულად 90 წუთს თამაშობს თამაშიდან თამაშამდე. ლეჩეში გამორჩეული იყო.

ემრე ჯანი 5.5 – სეზონში პირველად ითამაშა სასტაარტოში, მაგრამ თავი ვერ გამოიჩინა.

რაბიო 5.5 – ფრანგი თამაშში ვერ ჩაერთო.

პიანიჩი 6 – პენალტი მოიპოვა, ცდილობდა თამაშის დალაგებას, მაგრამ შემდეგ კუნთების პრობლემის გამო შეცვალეს.

ხედირა 5.5 – რაბიოს მსგავსად, ხედირაც ცუდად შემოვიდა.

ბენტანკური 6.5 – თუ „იუვენტუსში“ არის ფეხბურთელი, რომელსაც ნახევარდაცვის ყველა პოზიციაზე შეუძლია თამაში, ასეთი ბენტანკურია სარისთვის. პლეიმეიქერი, ტრეკვარტისტა ან ოდნავ მარცხნივ.

ბერნარდესკი 5 – ყოველთვის რაღაც აკლია. ყველაზე რეალური მომენტი ჰქონდა, მეკარე მოატყუა, მაგრამ ცარიელ კარში ძელს გაარტყა.

დიბალა 6.5 – მისი თამაში რეალურად გატანილი პენალტით დაიწყო. პირველ ტაიმში რეალური მომენტი გაანიავა, მაგრამ გოლის შემდეგ უფრო საშიში გახდა.

იგუაინი 5.5 – თამაშგარის გამო გოლი არ ჩაუთვალეს. ცდილობდა გატანას, მაგრამ უშედეგოდ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …