მთავარი / სიახლეები / ბონუჩი: “დე ლიხტის ბრალი არაა, რომ ლეჩეში ვერ მოვიგეთ”

ბონუჩი: “დე ლიხტის ბრალი არაა, რომ ლეჩეში ვერ მოვიგეთ”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა მატიას დე ლიხტი დაიცვა და განაცხადა, რომ ხელით თამაში საჯარიმოში ნებისმიერ სიტუაციაში ნებისმიერ ფეხბურთელს შეიძლება დაემართოს. ლეოს აზრით, ჰოლანდიელმა სიმშვიდე უნდა შეინარჩუნოს და პროგრესს აუცილებლად მიაღწევს.

„მსგავსი მომენტები სამწუხაროდ შეიძლება მოხდეს საჯარიმოში, ინსტიქტურად ითამაშო. თუმცა, დე ლიხტმა სიმშვიდე უნდა შეინარჩუნოს, რადგან ეს შეიძლება ყველას დაემართოს. მას უზარმაზარი ნიჭი აქვს და თითოეული ჩვენგანისგან ნდობა. ხელით ხშირად თამაში? ნორმალურია, რომ ეს შესაძლოა ცოტა შიშით და უსაფრთხოებით იბადებოდეს. მაგრამ ეს არის მომენტი, რომელიც გაივლის, მატიასი გაიზრდება და ახლა მხოლოდ სიმშვიდე სჭირდება.

ლეჩედან მხოლოდ 1 ქულა რომ წამოვიღეთ, ეს არ არის მხოლოდ დე ლიხტის ხელით თამაშის ბრალი. არის ჩემი, ბერნარდესკის და სხვების დანაშუალი, რომლებმაც საგოლე მომენტები ვერ გამოვიყენეთ. პენალტი მისი ბრალი არაა, რადგან ეს შეიძლება ყველას მოუვიდეს. 4:1 რომ მოგვეგო, დე ლიხტის ეპიზოდი არავის გაახსენდებოდა“, – თქვა ბონუჩიმ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …