გონსალო იგუაინმა „ლეჩესთან“ მატჩში მეკარე გაბრიელთან შეჯახების შემდეგ თავის მძიმე ტრავმა მიიღო. იმ დროისთვის „იუვეს“ სამივე ცვლილება გაკეთებული ჰქონდა და ამიტომ, „პიპიტამ“ გუნდის მოედანზე კაცნაკლულ დატოვებას, მტკივანი თავით თამაშის გაგრძელაბ ამჯობინა.
არადა, არგენტინელს ტკივილი ძალიან აწუხებდა და მატჩის დასრულებისთანავე, აცრემლებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გონსალოს გმირულმა საქციელმა კი, სოციალურ ქსელში „იუვენტუსის“ ქომაგების აღფრთოვანება გამოიწვია.