მთავარი / სიახლეები / ბონუჩი: “საგოლე მომენტები უფრო მეტად უნდა გამოვიყენოთ”

ბონუჩი: “საგოლე მომენტები უფრო მეტად უნდა გამოვიყენოთ”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ „ლეჩესთან“ მატჩის შემდეგ ისაუბრა. გამოცდილი ფეხბურთელის განცხადებით, გუნდმა მალე უნდა მოახერხოს განვითარება, წინააღმდეგ შემთხვევაში ქულებს ისევ დაკარგავს.

„ბევრი საგოლე მომენტი გვქონდა, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ და ეს საყურადღებოა, რადგან როდესაც ბევრ მომენტს ქმნი და ვერ იტან, რისკია, რომ თამაშის სურათი შეიცვალოს. უნდა ვიმუშაოთ და მეტი სურვილი გამოვავლინოთ. ეს არის ზრდის გზა, რომელსაც სწრაფად უნდა მივყვეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მნიშვნელოვანი ქულების დაკარგვის საფრთხე იქნება. დღეს ეს მოხდა, მაგრამ საბედნიეროდ, ოთხშაბათს შანსი გვექნება, რომ გამარჯვება ისევ მოვიპოვოთ“, – აღნიშნა ბონუჩიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მომდევნო მატჩს ტურინში, „ჯენოას“ წინააღმდეგ ჩაატარებს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …