ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ „ლეჩესთან“ (1:1) მატჩის შემდეგ ისაუბრა. იტალიელი სპეციალისტი გუნდის მიერ გამოუყენებელი მომენტებით უკმაყოფილო დარჩა და აღნიშნა, რომ უფრო მეტად ყურადღებით უნდა ეთამაშათ.
„იგუაინის ტრავმა? ნაკერები დასჭირდა, ადეკვატური იყო და ვფიქრობ, მალე დაგვიბრუნდება, საავადმყოფოში კი, გამოკვლევაზე გადაიყვანენ. პიანიჩის მდგომარეობის შესახებ ჯერ არაფერი ვიცი, არ ვიცი, როგორაა. ბენტანკურს მის შესაცვლელად ყველაფერი აქვს, ალბათ მხოლოდ გამოცდილება აკლია, მაგრამ ნამდვილად შეიძლება დიდი დახმარება გაგვიწიოს.
გატანილი გოლის შემდეგ უფრო მეტად ყურადღებით უნდა ვყოფილიყავით, კარგი თამაში ჩავატარეთ, მაგრამ არ მომეწონა გოლის შემდეგ ჩვენი მოქმედება. შეტევის ზონაში ნაკლებად ცივსისხლიანები ვიყავით და ამიტომ, ბევრი მომენტი ვერ გამოვიყენეთ.
რონალდუ? გონებრივად დაღლილი იყო და დღეს მისი სკამზე დასმით აღდგენას ვერ მოახერხებდა. სწორი გადაწყვეტილება გახლდათ, რომ ერთი ტური დაისვენა. დე ლიხტი? მკლავის მოძრაობა ბუნებრივი იყო, მაგრამ ახალი წესებით მცველისთვის ასეთი ეპიზოდებისგან თავის არიდება შეუძლებელი გახდა.
„ინტერი“ გადაგვასწრებს? ახლა სატურნირო ცხრილში ყურებას, როდესაც ძალიან ბევრი მატჩია დარჩენილი, აზრი არ აქვს“, – თქვა სარიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მომდევნო მატჩს ტურინში, „ჯენოას“ წინააღმდეგ ჩაატარებს.