მთავარი / სიახლეები / კულუსევსკი: “ჩემთვის უზარმაზარი ბედნიერებაა “იუვეში” თამაში”

კულუსევსკი: “ჩემთვის უზარმაზარი ბედნიერებაა “იუვეში” თამაში”

ტურინის „იუვენტუსის“ ახალწვეულმა დეიან კულუსევსკიმ Gazzetta Dello Sport-ს ინტერვიუ მისცა. შვედი ფეხბურთელი „იუვემ“ ზამთარში შეიძინა და ზაფხულიდან კლუბს შეუერთდება.

დეიანმა „იუვენტუსი“ „ინტერს“ ამჯობინა და ამის მიზეზიც დაასახელა.

„პარმაში“ გადასვლა? როდესაც ზაფხულში სპორტულმა დირექტორმა ფაჯიანომ და მწვრთნელმა დ’ავერსამ ეს წინადადება შემომთავაზეს, დიდი ნდობა გამოავლინეს და ეს არაჩვეულებრივი სეზონი იყო ჩემთვის. ამიტომ, მინდა ლამაზად დავასრულო.

რა მჭირდება განვითარებისთვის? ნაკლები სირბილი, და უფრო მეტად მოედანზე ფიქრი. მოედნის მიღმა კი უკეთ კვება მჭირდება.

„იუვე“? ძალიან ამაღველებელია „ალიანც სთედიუმზე“ თამაში, უნიკალური ატმოსფეროა. კრიშტიანუმ მითხრა: „კეთილი იყოს შენი მობრძანება დეიან, როგორ ხარ? ბუფონი და კიელინიც თავაზიანები იყვნენ ჩემდამი. უზარმაზარი სიხარულია ბიჭისთვის, რომელსაც ეს ფეხბურთელები მხოლოდ ტელევიზორში მყავდა ნანახი.

მოუთმენლად ველოდები დიბალასთან დუეტში თამაშს, მას მაგიური ცაცია აქვს. ნებისმიერ შემთხვევაში ვიცი რამდენიმე პოზიციაზე თამაში და მზად ჩემი სათამაშო დროისთვის ტურინშიც ვიბრძოლო.

სარი ძალიან სასიამოვნო მწვრთნელია, მან დამამშვიდა. მისი „ჩელსის“ ვიცნობდი და ვიცი მისი სათამაშო სტილი. ერთ-ერთი მიზეზი ისიცაა, რომ „ბიანკონერი“ ავირჩიე.

დიახ, ტაქტიკური სქემიც გამოც. კონტეს სქემა „ინტერში“ განსხვავებულია, სწორედ ამ ეჭვების გამო მილანურ გუნდზე უარი ვთქვი.

ყველაზე დიდი ემოცია? როდესაც დებიუტი მქონდა „სან სიროზე“ „ინტერთან“, ბრწყინვალე სტადიონია. გარეგნულად მშვიდი ვიყავი, მაგრამ შინაგანად სტრესს განვიციდიდი. საბოლოოდ, შესანიშნავ შედეგს მივაღწიეთ და ფრედ, 2:2 ვითამაშეთ“, – თქვა კულუსევსკიმ.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …