ტურინის „იუვენტუსი“ ფრანგული „ლიონის“ ნახევარმცველ ჰუსემ აუარის შეძენას გეგმავს. ჟან-მიშელ ოლა ფეხბურთელს 70 მილიონ ევროდ აფასებდა, მაგრამ კორონავირუსის გამო მისი ფასი 50 მილიონამდე შემცირდა და შესაძლოა კიდევ უფრო შემცირდეს.
„იუვენტუსის“ გეგმა კი აუარის იჯარით გადაბირებაა გამოსყიდვის უფლებით. ტრანსფერის ალბათობოას კლუბებს შორის ძალიან კარგი ურთიერთობა ზრდის.
მოსალოდნელია, რომ უახლოეს დღეებში ჟან-მიშელ ოლა და „იუვეს“ წარმომადგენლები მოლაპარაკებების მაგიდას მიუსხდებიან და ფრანგის საკითხს განიხილავენ.