ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველ ხუან კუადრადოს ქირურგიული ჩარევა არ სჭირდება. როგორც „ბებერი სინიორას“ ვებგვერდი იტყობინება, კოლუმბიელ ფეხბურთელს გამოკვლევები უტარდება.
ამ ეტაპზე კი, ოპერაციის საჭიროება არ ჩანს. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, როდის დაუბრუნდება სამხრეთ ამერიკელი შემტევი მოედანს.
აქვე გეტყვით, რომ „იუვენტუსი“ „ატალანტასთან“ მატჩისთვის ემზადება, რომელიც 26 აგვისტოს გაიმართება.