ტურინის „იუვენტუსმა“ 2018 წელს საკუთარი კარში მშრალად ყველაზე მეტჯერ შეინახა ტოპ ჩემპიონატებში მონაწილე გუნდებს შორის. მასიმილიანო ალეგრის გუნდმა 2018 წელს 22 მატჩში მოახერხა გოლგაუშვებლად მატჩის ჩატარება.
„იუვეს“ შემდეგ მეორე ადგილზე ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში მომავალი მეტოქე, „ატლეტიკოა“- 21 მშრალი მატჩი. შემდეგ მოდიან „ლივერპული“ და პსჟ 19-19 თამაშით, ხოლო ხუთეულს „ნაპოლი“ ასრულებს 18 მატჩით.
აღსანიშნავია, რომ „იუვეს“ 2018 წელს ორი მატჩი აქვს ჩასატარებელი და შედეგის გაუმჯობესება შეუძლია.