ლეონარდო ბონუჩის შემდეგ „იუვენტუსი“ მზადაა კიდევ ერთ ფეხბურთელს გაუფორმოს ახალი კონტრაქტი. იტალიური მედიის ცნობით, ყველა დეტალი გადაწყვეტილია და ხუან კუადრადო, რომლის ხელშეკრულება მიმდინარე სეზონის ბოლოს იწურება, ტურინში დარჩება.
კოლუმბიელი 2022 წლის 30 ივნისამდე გააფორმებს ახალ კონტრაქტს 2023 წლამდე გახანგრძლივების პერსპექტივით.
მიმდინარე სეზონში კუადრადომ 14 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. სამხრეთ ამერიკელი განსაკუთრებით კარგად ახალ პოზიციაზე გამოიყება – მარჯვენა მცველად. “იუვენტუსი” აღნიშნულ ინფორმაციას უახლოეს დღეებში ოფიციალურად დაადასტურებს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ „იუვესთან“ კონტრაქტი ლეონარდო ბონუჩიმ 2024 წლამდეგაახანგრძლივა.