მთავარი / სიახლეები / “იუვენტუსს” სანაკრებო შეკრებიდან ფეხბურთელები დაუბრუნდნენ

“იუვენტუსს” სანაკრებო შეკრებიდან ფეხბურთელები დაუბრუნდნენ

ტურინის „იუვენტუსს“ სანაკრებო პაუზის შემდეგ ფეხბურთელები დაუბრუნდნენ. გამონაკლისი მხოლოდ ხუან კუადრადოა, რომელსაც დღეს არ უვარჯიშია.

სამაგიეროდ, გუნდთან ერთად ივარჯიშა ბლეზ მატუიდიმ, რომელსაც მცირე ტრავმა აწუხებდა, მაგრამ ფრანგი კარგადაა და თამაში შეუძლია.

ინდივიდუალურად ივარჯიშეს ადრიენ რაბიომ და კრიშტიანუ რონალდუმ. ალექს სანდროს კი, სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა, რომელმაც პროგრესი აჩვენა, მაგრამ ბრაზილიელის დაკვირვება ყოველდღიურად გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რომ სანაკრებო პაუზის შემდეგ „იუვენტუსი“ პირველ შეხვედრას 23 ნოემბერს, ბერგამოში, „ატალანტასთან“ ჩაატარებს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …