ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველის, ემრე ჯანის განცხადებით, მომავალს ტურინში ხედავს, მაგრამ ამისთვის საჭიროა, რომ სიტუაცია შეიცვალოს.
„მე ჯერ კიდევ „იუვენტუსი“ ფეხბურთელი ვარ. ცხადია, რომ არ ვარ კმაყოფილი ჩემი სიტუაციით, მაგრამ ვაგრძელებ ვარჯიშს 100%-ით, ვცდილობ შევცვალო სიტუაცია. არცერთი მოთამაშე არ არის ბედნიერი, როდესაც არ თამაშობს. ახლა ჩემი მდგომარეობა ტურინში ასეთია.
ზამთარში რაღაც უნდა შეიცვალოს, რაც ჩემთვის უკეთესი იქნება. ჩემს თავს ნამდვილად ტურინში ვგრძობ, მაგრამ ვიმეორებ, სიტუაცია უნდა შეიცვალოს“, – თქვა ემრე ჯანმა.
შეგახსენებთ, რომ გერმანელმა მაურიციო სარის გუნდის ძირითად შემადგენლობაში დაკარგა და სასტარტო შემადგენლობაში მიმდინარე სეზონში ერთადერთხელ მოხვდა.