მთავარი / სიახლეები / კუადრადო: “იუვეში” დარჩენა მინდა და ხელმძღვანელობას შევხვდები”

კუადრადო: “იუვეში” დარჩენა მინდა და ხელმძღვანელობას შევხვდები”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველ ხუან კუადრადოს კლუბში დარჩენა უნდა. სამხრეთ ამერიკელის განცხადებით, გუნდის ხელმძღვანელობას შეხვდება და თავის მომავალზე ისაუბრებს.

„იუვენტუსის“ ძალიან მადლიერი და ბედნიერი ვარ, რომ ამ გუნდის ნაწილი მქვია.  მიუხედავად იმისა, რომ კონტრაქტი მეწურება, ვიმედოვნებ გუნდში დავრჩები,

რა თქმა უნდა, ტურინში დაბრუნების შემდეგ ხელმძღვანელობას შევხვდები. ყველაფერი ღმერთის ხელშია და იმედია საუკეთესო გამოსავალს ვიპოვით“, – თქვა კუადრადომ.

შეგახსენებთ, რომ ხუან კუადრადო „იუვენტუსმა“ 2015 წლის ზაფხულში „ჩელსიდან“ იჯარით დაიმატა და მომდევნო წელს გამოისყიდა. კოლუმბიელთან ხელშეკრულება 2020 წლის 30 ივნისს იწურება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …