ტურინის „იუვენტუსი“ ჯორჯო კიელინის გარეშე მინიმუმ 6 თვე ითამაშებს, მაგრამ კაპიტანი ყოველთვის თავის გუნდთან ერთად იქნება.
Tuttosport-ის ცნობით, ჯორჯო თამაშების დროს სათადარიგო სკამზე იქნება. ასე იყო „ნაპოისთანაც“, როდესაც გუნდა ამხნევებდა და გაგრძელდება მომავალშიც თუ ეს სარეაბილიტაციო პერიოდს არ შეაფერხებს.
შეგახსენებთ, რომ კიელინიმ სეზონის სტარტზევე მძიმედ დაშავდა, ოპერაცია გაიკეთა და მოედანზე გასვლას მინიმუმ 6 თვე ვერ მოახერხებს.