„როგორც იქნა, ჩვენ საკუთარი სახლი გვაქვს, არაჩვეულებრივი გუნდი გვყავს, საოცარი გულშემატკივრები, რომლებიც ყოველთვის ერთიანები არიან. დღე და ხვალ, მზად ვართ ერთად ვიყვიროთ: Fino Alla Fine!”, – ეს სიტყვები 8 წლის წინ ანდრეა ანიელიმ წარმოთქვა.
2011 წლის 8 სექტემბერს „ალიანც სთდიუმი“ საზეიმოდ გაიხსნა და შესაბამისად, დღეს 8 წლის იუბილე აქვს.
რვა სკუდეტო, ოთხი იტალიის თასი და ოთხი იტალიის სუპერთასი. ასეთია „იუვენტუსის“ ტიტულები მას შემდეგ, რაც საკუთარი, თანამედროვე სტადიონი გახსნა.
პირველი შეხვედრა 2011 წლის 8 სექტემბერს, „ნოთს ქაუნთისთან“ გაიმართა (1:1), ხოლო პირველი გოლი ლუკა ტონიმ გაიტანა (54-ეწუთზე). რაც შეეხება პირველ ოფიციალურ მატჩს, ეს 2011 წლის 11 სექტემბერს იყო „პარმასთან“ და „იუვემ“ 4:1 მოიგო.
ამ პერიოდში „იუვემ“ „ალიანც სთედიუმზე“ 202 თამაში ჩაატარა და 80% მოიგო (162 გამარჯვება). დამარცხდა მხოლოდ 10-ჯერ („ინტერთან“, „სამპდორიასთან“, „ბაიერნთან“, „ფიორენტინასთან“, „უდინეზესთან“, „ლაციოსთან“, „რეალთან“, „ნაპოლისთან“, „მანჩესტერ იუნაიტედთან“ და „აიაქსთან“).
Buon compleanno, #AllianzStadium! ♥️🏠🏟
📷 https://t.co/MPHXp5Q0r4 pic.twitter.com/dMDhEN2pUE— JuventusFC (@juventusfc) September 8, 2019