მთავარი / სიახლეები / “იუვე” დე ხეას უფასოდ დამატებას გეგმავს

“იუვე” დე ხეას უფასოდ დამატებას გეგმავს

ტურინის „იუვენტუსი“ იანვარში დავიდ დე ხეას დამატების გზების განხილვას დაიწყებს. Express-ის ცნობით, ესპანელი მეკარე იტალიის ჩემპიონის ინტერესის ქვეშ მოხვდა და იმედოვნებენ, რომ მომდევნო ზაფხულს ტურინში უსასყიდლოდ გადავა.

დე ხეას „მანჩესტერთან“ კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულში ეწურება და კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ჩქარობს. შესაბამისად, დიდი შანსია, რომ „ოლდ ტრაფორდი“ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს.

თუ „იუვე“ დე ხეას ყიდვას მოახერხებს, ვოიცეხ შჩესნი დიდი ალბათობით გუნდს დატოვებს, ეს კი კლუბს ინვესტიციას მოუტანს, რადგან პოლონელი შეიძლება სარფიანად გაყიდოს, ხოლო მის შემცვლელად დე ხეას მოყვანას უფასოდ აპირებს.

უნდა ვთქვათ ისიც, რომ გამოცდილ ესპანელს პსჟ-ც ეპატიჟება და ტურინელთა კონკურენტი იქნება სატრანსფერო ბაზარზე.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …