ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ სერია A-განვლილი ორი ტური შეაფასა და თქვა, რომ მასზე ყველაზე კარგი შთაბეჭდილება „იუვენტუსმა“ დატოვა „ნაპოლისთან“ ჩატარებული პირველი ტაიმით.
„გუნდი, რომელმაც ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა? მეორე ტურში „იუვენტუსის“ პირველი ტაიმი იყო ყველაზე შთამბეჭდავი. „ნაპოლის“ დაცვით კი იმედგაცრუებული ვარ. ყველა დანარჩენმა პირველი კარგად ითამაშეს, მეორე – ცუდად. ასევე მომეწონა „ლაციო“, რომელმაც ორივე თამაში კარგად ჩაატარა.
ლუკაკუ? კარგი ფეხბურთელია, მაგრამ არა ფენომენი. ორი გოლი გაიტანა, თუმცა ერთი პენალტით, ერთი მეკარის შეცდომით“, – თქვა კაპელომ.