მთავარი / სიახლეები / კუადრადო და კანსელუ ტრავმირებულები არიან

კუადრადო და კანსელუ ტრავმირებულები არიან

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელები ჟოაუ კანსელუ და ხუან კუადრადო ტრავმირებულები არიან. ორივე ფეხბურთელის თამაში ტურინულ დერბიში „ტორინოსთან“ საეჭვოა.

კუადრადომ მარცხენა მუხლი „იანგ ბოიზთან“ შეხვედრაში დაიზიანა და პირველი ტაიმში შეცვალეს. ხოლო კანსელუს მცირე ტრავმა აწუხებს, თუმცა ამ შემთხვევაში საშიში არაფერია.

მიუხედავად ამისა, მასიმილიანო ალეგრი რისკზე წასვლას არ აპირებს. შესაბამისად, ორივე ფეხბურთელი „დერბი დელა მოლეს“ გამოტოვებს. „ტორინოსთან“ მატჩი 15 დეკემბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …