ტურინის „იუვენტუსის“ კაპიტანმა ჯორჯო კიელინი იტალიურ მედიას ტურინულ დერბიმდე ვრცელი ინტერვიუ მისცა. ჯორჯომ ისაუბრა, როგორც „ტორინოსთან“ მოახლოებულ მატჩზე, ასევე, ცალკეულ ფეხბურთელებსა და „იუვენტუსის“ მდგომარეობის შესახებ.
დერბი – „ტორინო“ ძალიან გაიზარდა, ფიზიკურად ძლიერი გუნდია და კონტრშეტევებზე სახიფათო. მაძარიმ მნიშვნელოვანი სამუშაო შეასრულა და შეუძლიათ ევროტურნირებზე გავიდნენ, ჩვენ კი პრობლემები შეგვიქმნან. ეს არის გუნდი, რომელიც მომწონს იმ 180 წუთის გარდა, როდესაც ჩვენ მეტოქეები ვართ. კრიშტიანუმ კი, უკვე გაიგო, რომ ორი თამაში „ინტერთან“ და „ტორინოსთან“, არ ჰგავს სხვა მატჩებს.
პროგრესი – ამ წლების განმავლობაში გამუდმებით ვმუშაობთ იმაზე, რომ გავაუმჯობესოთ ის საკითხები, რომლებიც გასაუმჯობესებელი გვაქვს. ამ გუნდმა ბევრი რამ განაახლა მოკლე დროში, საკმარისია გავხსენოთ, როგორ შეიცვალა გუნდი ბერლინსა და კარდიფს შორის. ძირითადი შემადგენლობის 8 წევრი 11-დან სხვა იყო, მაგრამ განსხვავებული იყო სათამაშო სტილიც. დეფექტები? – „ჯენოას“ საჩუქარი გავუკეთეთ და 2 ქულა დავკარგეთ, შემდეგ კი, ბევრჯერ იყო შემთხვევა, როცა თამაშის ბოლომდე მხოლოდ 1:0 ვიგებდით. ამის გამო „მანჩესტერთან“ დავისაჯეთ კიდეც. მეორე გოლი რომ გაგვეტანა, ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა. ახლა კი მნიშვნელოვანია ფიზიკური კონდიციები, რადგან ჩემპიონთა ლიგიდან დერბიმდე განსხვავება მხოლოდ 72 საათია. ეს ფუნდამენტურია.
„ეიზელი“ და ფლორენცია – ეს წარწერები არ იყო კონკრეტული ადამიანების მიმართ, არამედ გუნდის სიძულვილვს გამოხატავდა. იმედი მაქვს, ნაბიჯ-ნაბიჯ ვისწავლით პოზიტიურ ქომაგობას და არა ზიზღის გამომჟღავნებას სხვების მიმართ.
შირეა – შირეასთან ჩემი შედარება სწორი არაა, არამარტო სხვა და სხვა სათამაშო სტილის გამო. თუმცა, ამით ვამაყობ.
ბუფონი – ეს არის ადამიანი, რომელთანაც ერთად ყველაფერი გავიზიარე.
დელ პიერო – ტურინში, როდესაც აღმოვჩნდი 21 წლის ვიყავი. პირველ თვეებში ჩემი აქ ყოფნა, ამდენ ჩემპიონებს შორის ცოტა არადეკვატურიც იყო. მაგრამ ის ყოველთვის მეხმარებოდა ადაპტაციაში, მიუხედავად იმისა, რომ განსხვავებული ინტერესები გვქონდა. და, ახლა იგივე მე ვაკეთებ და ახალწვეულებს ვეხმარები, მაგალითად, რონალდუს.
იკარდი – იკარდი საჯარიმოში მოთამაშე საუკეთესო ფეხბურთელთა შორის მეორეა, რომლის წინააღმდეგაც მითამაშია. პირველი საბედნიეროდ წელს ჩემთან ერთად თამაშობს.