მთავარი / სიახლეები / “იანგ ბოიზი” – “იუვე”: ფეხბურთელთა შეფასებები

“იანგ ბოიზი” – “იუვე”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსმა“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი „იანგ ბოიზთან“ (1:2) ჩაატარა. გთავაზობთ ფეხბურთელების შეფასებებს Tuttosport-ის ვერსიით:

შჩესნი 6 – პენალტის მოგერიებასთან ძალიან ახლოს იყო, თითებით შეეხო კიდეც, მაგრამ გოლი მაინც გავიდა. ფასნახტის თავურის დრო ყურადღებით იყო, ხოლო მეორე გოლის ეპიზოდში არაფერი შეეძლო.

კუადრადო 6 – მან მხოლოდ 20 წუთი ითამაშა, მაგრამ მარცხენა მუხლის ტრავმის გამო შეცვლა მოითხოვა.

ალექს სანდრო 5 – შემოვიდა და ეგრევე შეცდომა დაუშვა, პენალტი აიკიდა. მერე, ბურთი დაკარგა და მასპინძელთა სწრაფ კონტრშეტევას დაუდო სათავე. მეორე ტაიმში თამაში გამოასწორა.

რუგანი 5.5 – ეს არ იყო ჩემპიონთა ლიგაზე დებიუტი, მაგრამ ბევრი არაფერი აკლდა. ცუდი მატჩი არ ჩაუტარებია, მაგრამ გარკვეულ მომენტებში სირთულეებს განიცდიდა.

ბონუჩი 6 – ფასნახტს დროულად დაასწრო, შეეძლო ანგარიშით გათანაბრებაც და თავით დაემუქრა მეტოქის კარს. მეორე გოლში კი წვლილი მიუძღვის, ოაროს ხელი ვერ შეუშალა.

დე შილიო 5.5 – მარცხენა ფლანგზე დაიწყო და მარჯვენაზე გადმოინაცვლა. განსაკუთრებული არაფერი.

დიბალა 6.5 – ალეგრის ბოლო სვლა იყო და მწვრთნელი არ დააღალატა. გაიტანა შესანიშნავი გოლი, მერე დუბი შეასრულა კიდევ უფრო ეფექტური დარტყმით, მაგრამ მსაჯმა გააუქმა.

დუგლას კოშტა 6.5 – კრიშტიანუს შესანიშნავი პასი გაუკეთა დასაწყისში, შემდეგ დაარტყა, მაგრამ არაზუსტად. თუმცა, პენალტის ეპიზოდში ალექს სანდროს არცთუ კარგი პასი გაუკეთა, რამაც შეცდომა გამოიწვია. მეორე ტაიმში გააუმჯობესა თამაში. ორჯერ დაემუქრა მეტოქის კარს, მაგრამ ვერ გაიტანა.

ბენტანკური 5 – ზედიზედ მე-12 თამაში ძირითად შემადგენლობაში, რამაც როგორც ჩანს, გადაღლილობა გამოიწვია. მისი თამაში არ ყოფილა ისეთი, როგორც ბოლო პერიოდში.

პიანიჩი 5 – ბოსნიელმა შეხვედრა განსაკუთრებული ეფექტების გარეშე ჩაატარა. როდესაც შეცვალეს, მაშინვე გასახდელში გაეშურა…

ემრე ჯანი 6 – თამაშში ჩაერთო და დაუყოვნებლივ ბრძოლაში შევიდა.

ბერნარდესკი 6 – 46 დღის შემდეგ ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდა. გამოიმუშავა სახიფათო ჯარიმა, რომელიც დაარტყა, მაგრამ ცუდად.

მანჯუკიჩი 6 – დუგლას კოშტას შესანიშნავი პასი გაუკეთა, ბრძოლა ისევ იყო, მაგრამ ეს საკმარისი არ გამოდგა.

რონალდუ 6 – რამდენიმე ოქროს შანსი ჰქონდა და მისთვის უჩვეულოდ ვერ გამოიყენა. 3 რეალური მომენტის განიავების შემდეგ ბურთი ძელსაც მოარტყა. მანამდე, პაულო დიბალას საგოლედ კარგად დაუგდო საჯარიმოსთან ბურთი, მაგრამ ბოლო წუთზე თამაშგარეში ჩარჩა და დიბალას მეორე გოლის ამის გამო გაუქმდა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …