„იუვენტუსმა“ სტუმრად წაუგებელი სერია დაასრულა. მასიმილიანო ალეგრის გუნდის დიდებული სერია 2017 წლის ნოემბრიდან იღებდა სათავეს, როდესაც „სამპდორიასთან“ გენუაში (2:3) წააგო.
მას შემდეგ „ბებერმა სინიორამ“ 26 საგარეო შეხვედრაში 23-ჯერ მოიგო და სამჯერ ფრე ითამაშა.
ხსენებულ პერიოდში „იუვემ“ ისეთ სტადიონებზე მოიპოვა გამარჯვებები, როგორებიც „სან პაოლო“, „ოლიმპიკო“, „სან სირო“ (ორჯერ), „ოლდ ტრაფორდი“, „სანტიაგო ბერნაბეუ“, „მესტალია“ და „უემბლია“…
Juventus.Ge ტურინის იუვენტუსის ქართული ფან კლუბი