მთავარი / სიახლეები / კრისტილინი: “ანიელიმ მითხრა, რომ ყველაზე რთული წელი სარის პერიოდი იყო”

კრისტილინი: “ანიელიმ მითხრა, რომ ყველაზე რთული წელი სარის პერიოდი იყო”

ტურინის „იუვენტუსის“ გულშემატკივარმა და ანიელების ოჯახთან დაახლოვებულმა ეველინა კრისტილინმა იტალიურ რადიოსთან ინტერვიუში თქვა, რომ მაურიციო სარის შესახებ ანდრეა ანიელი ელაპარაკა.

მან გაიხსენა ანიელის სიტყვები და თქვა, რომ სარისა და ფეხბურთელებს შორის ურთიერთობა არ იყო.

„სარის არანაირი ურთიერთობა არ ჰქონდა გუნდთან, ეს არ ყოფილა სათამაშო სტილის საკითხი. შესაბამისად, ურთიერთობის გარეშე ყველაფერი გართულდა. ანდრეა ანიელიმ მითხრა, რომ გასული სეზონი მისი პრეზიდენტობის 10-წლიან პერიოდში ყველაზე რთული იყო იმ ყველაფრის გამო, რაც მოხდა“, – თქვა კრისტილინმა.

შეგახსენებთ, რომ მაურიციო სარიმ 2019 წელს მასიმილიანო ალეგრი შეცვალა და მისი გუნდში მოყვანა პაველ ნედვედისა და ფაბიო პარატიჩის ინიციატივით მოხდა. მასთან ერთად ტურინელებმა სკუდეტო მოიგეს.

შემთხვევითი სიახლე

მანჩინიმ განმარტა, თუ რატომ არ გამოიძახა ნაკრებში ლოკატელი

იტალიის ნაკრების მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ განმარტა, რატომ არ გამოიძახა ინგლისისა და მალტის ნაკრებებთან სათამაშოდ მანუელ …

ლოკატელი: “ვაჩვენეთ, რომ ძლიერი გუნდი ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა მანუელ ლოკატელიმ „ინტერთან“ მატჩის (1:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, დაამტკიცეს, …