მთავარი / სიახლეები / კრიშტიანუ რონალდუმ შესაძლოა სასუოლოსთან მატჩი გამოტოვოს
კრიშტიანუ რონალდუმ შესაძლოა სასუოლოსთან მატჩი გამოტოვოს

კრიშტიანუ რონალდუმ შესაძლოა სასუოლოსთან მატჩი გამოტოვოს

კრიშტიანუ როლანდუ ბოლო ხანს ჩვეულ ფორმაში არაა და კრიტიკის ობიექტიც არაერთხელ გახდა.

პორტუგალიელს ფიზიკური პრობლემები აქვს და ამიტომ შესაძლოა „სასუოლოსთან“ მატჩი გამოტოვოს.

Tuttosport-ის ინფორმაციით, „იუვენტუსის“ და ფეხბურთელის მიზანია, რომ რაც შეიძლება მალე აღიდგინოს ძველი კონდიცია და ამიტომ, კრიშტიანუ ალბათ ისევ დაისვენებს. მითუფრო, რომ ტურინელებს მომდევნო 22 დღის განმავლობაში ექვსი მატჩის ჩატარება მოუწევთ და გადატვირთული გრაფიკის დროს რისკზე წასვლა მიზანშეწონილი არაა.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „სასუოლოს“ მატჩი 1 დეკემბერს თბილისის დროით 15:30 წუთზე დაიწყება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …