ტურინის „იუვენტუსმა“ „სასუოლოსთან“ მატჩისთვის მზადება დაიწყო და დღეს კონტინასას ბაზაზე ივარჯიშა.
კარგი ამბავია ალექს სანდროსთან დაკავშირებით, რომელმაც ტრავმა მოიშუშა და გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა. რაც შეეხება კიდევ ერთ ტრავმირებულ ადრიენ რაბიოს, ის ინდივიდუალურად მზადებას განაგრძობს და მომდევნო მატჩში მისი დაბრუნება რთული იქნება.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსის“ „სასუოლოს“ 1 დეკემბერს, ტურინში უმასპინძლებს.