მთავარი / სიახლეები / კრიშტიანუ: “ფანებმა ორი თამაშის წაგება აგვიკრძალეს”

კრიშტიანუ: “ფანებმა ორი თამაშის წაგება აგვიკრძალეს”

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ Tuttosport-თან ისაუბრა. პორტუგალიელის განცხადებით, ქომაგებმა „იუვეს“ ორი მატჩის წაგება აუკრძალეს – „ინტერთან“ და დერბი „ტორინოსთან“.

„მაღაზიის გამყიდველმა მითხრა: გთხოვთ, გაიმარჯვოთ, წინააღმდგე შემთხვევაში ბებიაჩემი მოკვდება. მივხვდი, რომ ფანები ორი თამაშის წაგების უფლებას არ გვაძლევენ: „ინტერთან“ და „ტორინოსთან“. წაგება ყოველთვის ცუდია და არ მომწონს. დერბი კი ყოველთვის შესანიშნავია, უნდა მოვიგოთ.

რატომ არასდროს ვისვენებ? ჩემი მოსამზადებელი პროგრამა განსხვავებულია, ეროვნულ ნაკრებში არ წავსულვარ. მწვრთნელთან ყოველთვის მაქვს საუბარი და ჩემი კარგად ესმის.

„იანგ ბოიზთან“ წაგება? მშვიდად ვარ, რადგან გუნდის პოტენციალი კარგად ვიცი. ძალიან მნიშვნელოვანი თამაშები გვექნება, ნამდვილი ჩემპიონთა ლიგა ახლა იწყება. მართალია, გოლი რომ გამეტანა, ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა, მაგრამ პრობლემა არ არსებობს. „იუვენტუსი“ კარგად ემზადება და იანვარში“ უკვე გველოდება პირველი ფინალი“, – განაცხადა რონალდუმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვე“ სერია A-ს მე-16 ტურში „ტორინოს“ 15 დეკემბერს დაუპირისპირდება.

შემთხვევითი სიახლე

შავ-თეთრი გული

შავ-თეთრი გული

დღეს კლაუდიო მარკიზიოს იუბილეა. „იუვენტუსის“ ყოფილი ფეხბურთელი, თუმცა, დღემდე ნამდვილი იუვენტინო 33 წლის გახდა. მარკიზიო …