მთავარი / სიახლეები / ალეგრი: გვინდა, რომ პირველი წრე მაქსიმალური უპირატესობით დავასრულოთ”

ალეგრი: გვინდა, რომ პირველი წრე მაქსიმალური უპირატესობით დავასრულოთ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ტორინოსთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. იტალიელმა სპეციალისტმა შეხვედრის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

გარდა ამისა, თითქმის დაასახელა ძირითადი შემადგენლობა და ისაუბრა ტრავმირებული ფეხბურთელების შესახებაც:

დერბი

„დერბი მნიშვნელოვანი მატჩია. ვეთამაშებით გუნდს, რომელმაც აქამდე მხოლოდ სამი თამაში წააგო და ძალიან კარგად ასპარეზობს. ჩვენ კი უნდა გავაგრძელოთ დადებითი შედეგების ჩვენება. ხვალ იწყება მოკლე ჩემპიონატი დიდ პაუზამდე, რთული თამაში იქნება და უნდა ვიპოვოთ საჭირო ენერგია. გვინდა, რომ რაც შეიძლება დიდი უპირატესობა შევიქმნათ პირველი წრის დასრულებისთვის“.

შემადგენლობა

„კარში პერინი იქნება, ფლანგებზე, მარჯვნივ დე შილიო, ხოლო მარცხნივ ალექს სანდრო ითამაშებენ. კიელინი დაბრუნდება ძირითად შემადგენლობაში, რომელმაც ძალიან მოუმატა და ამ მომენტში მსოფლიოს საუკეთესო მცველია. მასთან ერთად დაცვის ცენტრში ან ბონუჩი იქნება, ან რუგანი. ნახევარდაცვაში პიანიჩი და მატუიდი იქნებიან. ვფიქრობ, ემრე ჯანზე, რომელიც თუ სასტარტოში ვერ მოხვდება, მაშინ ბერნარდესკი ან დუგლას კოშტა ითამაშებს. შეტევაში მანჯუკიჩი იქნება, ისევე, როგორც რონალდუ, რომელიც „რომა“, „ატალანტა“, „სამპდორიასთან“ ერთ-ერთ დაპირისპირებაში დაისვენებს“.

ტრავმირებულები

„კანსელუმ დღეს დილით თავი ცუდად იგრძნო, მუხლი აწუხებს, ოპერაცია სჭირდება და მოედანზე მხოლოდ იანვარში დაბრუნდება. კუადრადოსაც მუხლის პრობლემა აქვს და მომდევნო დღეებში გაირკვევა, როდის დაუბრუნდება მინდორს. შესაძლოა პატარა ქირურგიული ჩარევაც დასჭირდეს“.

დაპირისპირება ვალტერ მაძარისთან

„ტორინო“ ძალიან კარგად ემზადება. იბრძვის ევროსაგზურისთვის. ჩვენ ორ სხვადასხვა მწვრთნელთან ვიზრდებოდით. ის ულივიერთან, მე გალეონესთან. ხვალ ტექნიკური და ხასიათის შეხვედრა უნდა ჩავატაროთ და ეს იქნება ერთ-ერთი რთული მატჩი იმ ოთხიდან, რომელიც 2018 წელს გვაქვს დარჩენილი“.

შეგახსენებთ, რომ „ტორინოსა“ და „იუვენტუსის“ შეხვედრა 15 დეკემბერს, თბილისის დროით 23:30 საათზე დაიწყება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …