ტურინის „იუვენტუსის“ მცველი ჟოაუ კანსელუ მიმდინარე წელს ვერ ითამაშებს. როგორც მასიმილიანო ალეგრიმ თქვა, პორტუგალიელ ფეხბურთელს მუხლი აწუხებს და ოპერაცია უნდა გაიკეთოს.
იტალიელი სპეციალისტის თქმით, კანსელუ მოედანზე დაბრუნებას მხოლოდ პირველი წრის დასრულებისა და პაუზის შემდეგ, იანვარში მოახერხებს.
გარდა ამისა, მუხლის ტრავმა ხუან კუადრადოსაც აქვს. კოლუმბიელიც შესაძლოა საოპერაციო გახდეს, მაგრამ აღნიშნული საკითხი უახლოეს დღეებში უნდა გადაწყდეს.