მთავარი / სიახლეები / კონტე: “ყველაფერი გავაკეთეთ, მაგრამ “იუვენტუსი” სხვა კატეგორიაა”

კონტე: “ყველაფერი გავაკეთეთ, მაგრამ “იუვენტუსი” სხვა კატეგორიაა”

მილანის „ინტერის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ „იუვენტუსთან“ (1:2) წაგების შემდეგ კომენტარი გააკეთა. კონტეს განცხადებით, „ნერაძურიმ“ ყველაფერი გააკეთა, თუმცა, „იუვე“ სხვა კატეგორიის გუნდია.

„იუვენტუსმა“ მძიმე არტილერია აჩვენა, რომ შეუძლია ასეთი თამაშების მართვა. ჩვენ ჯერ კიდევ გრძელი გზა გვაქვს გასავლელი. ჩემი ბიჭებით ვამაყობ, დაბალანსებული თამაში იყო. მაგრამ მათ გამოცდილება და გუნდური ხასიათი გააჩნიათ.

„ინტერმა“ ყველაფერი გააკეთა, მაგრამ „იუვენტუსი“ სხვა კატეგორიაა. მნიშვნელოვანი თამაში იყო ძალიან, ძალიან ძლიერი გუნდის წინააღმდეგ. „იუვეს“ წინააღმდეგ აქამდე „არეცოსა“ და „ატალანტას“ მწვრთნელის რანგშიც მქონდა წაგებული, ვწუხვარ“, – თქვა კონტემ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მომდევნო მატჩს 19 ოქტომბერს, „ბოლონიასთან“ გამართავს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …