მთავარი / სიახლეები / “ინტერი” – “იუვე”: ფეხბურთელთა შეფასებები

“ინტერი” – “იუვე”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს მეშვიდე ტურში დიდი იტალიური დერბი მოიგო და „ინტერი“ 2:1 დაამარცხა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით.

შჩესნი 6.5 – პენალტის დროს კუთხე გამოიცნო, მაგრამ საკმარისი არ იყო. შემდეგ ლაუტაროს აჯობა, ბოლოს კი, ვესინოს გადამწყვეტი ბურთი აუღო.

კუადრადო 6 – ყოველთვის მზადაა შეტევაში ჩასართველად, რათა უპირატესობა შექმნას. დაცვაშიც დამაჯერებელი იყო.

ბონუჩი 6.5 – ლუკაკუ კარგად გაანეიტრალა და დაცვას ულიდერა.

დე ლიხტი 5 – პენალტის ეპიზოდში გულუბრყვილოდ ითამაშა. ლაუტარო რამდენჯერმე ადვილად გასცდა. ნაბიჯი უკან გადადგა.

ალექს სანდრო 6 – ყვითელი ბარათი უაზროდ და სწრაფად მიიღო. თუმცა, დაცვით ფაზაში გაიზარდა.

ხედირა 6 – ხშირად ჩრდილში იყო, მაგრამ როცა ბურთი ჰქონდა, რაღაც ყოველთვის ხდებოდა.

ბენტანკური 7 – ბრძოლაში ჩაერთო, შემდეგ გამთამაშებლის პოზიციაზე ითამაშა და იგუაინს საგოლე პასი გაუკეთა.

პიანიჩ 6.5 – ყველა შეტევა მისგან იწყებოდა და გადაწყვეტილებას სწრაფად იღებდა. დიბალას საგოლე გადაცემა გაუკეთა, მეორე გოლის შეტევაც დაიწყო.

მატუიდი 6 – სარის „იუვენტუსის“ ბალანსია.

ბერნარდესკი 5 – ნახევარდაცვაში თითქმის ყველაფერი წააგო. მეორე ტაიმის დასაწყისში კარგი შანსი ჰქონდა, მაგრამ სუსტად დაარტყა შესანიშნავი პოზიციიდან.

იგუაინი 7 – შევიდა და გამარჯვების გოლი გაიტანა, როგორც ორი წლის წინ.

დიბალა 7 – თამაში შესანიშნავი გოლით დაიწყო და ჰანდანოვიჩი დაამწუხრა. ტაიმის ბოლოს პენალტსაც ითხოვდა, სხვა შანსებიც ჰქონდა.

ემრე ჯანი 6 – როტაციაში დაბრუნდა და ეს მისთვის უკვე კარგი ინფორმაციაა.

რონალდუ 6.5 – ყველანაირად ცდილობდა გატანას. ჯერ ხარიხას მოარტყა, შემდეგ ჰანდანოვიჩმა აჯობა, ბოლოს გაიტანა, მაგრამ დიბალას თამაშგარის გამო გოლი გაუქმდა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …