ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ „ინტერთან“ გამარჯვების შემდეგ ისაუბრა. იტალიელი ფეხბურთელის განცხადებით, მიმდინარე სეზონში დამაჯერებელი თამაში მის მიმართ გამოჩენილი ნდობის დამსახურებაა.
„როდესაც ბურთი გვქონდა, ჩვენს ფეხბურთს ვთამაშობდით და თავიდან ავიცილეთ მეტოქის იერიშები. ბევრი ინტესივობა და ფიზიკური ენერგია მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო. ახლა უფრო კარგად ვთამაშობ? ჯორჯოს არყოფნა ჩვენთვის ძალიან მძიმეა და გარდა ამისა, შარშანდელთან შედარებით სხვანაირად თამაში მმართებს. ყველას მხრიდან ნდობას ვგრძნობ და ეს საშუალებას მაძლევს უფრო მეტი რაღაც გავაკეთო“, – განაცხადა ბონუჩიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ სერია A-ს გათამაშებას 19 ქულით ლიდერობს, ხოლო მომდევნო მატჩს 19 ოქტომბერს, ტურინში, „ბოლონიასთან“ ჩაატარებს.