ანტონიო კონტე შესაძლოა „იუვენტუსში“ დაბრუნდეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, მას კონტაქტი ჰქონდა „ბიანკონერის“ ბოსებთან და ბოლო პერიოდში აქტიურად აკვირდებოდა მაურიციო სარისთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს.
კონტეს „ინტერის“ ბოსებთან კონფლიქტი აქვს და ამის ფონზე ტურინში სიამოვნებით დაბრუნდებოდა. აღსანიშნავია, რომ ეს მას შარშანაც სურდა, მაგრამ მაშინ „იუვეს“ ხელმძღვანელობამ უარი უთხრა.
შეგახსენებთ, რომ დასრულებულ სეზონში „იუვენტუსს“ „ინტერი“ ერთადერთი ქულით ჩამორჩა.