ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა სამი ხედირამ სოციალურ ქსელში ვრცელი წერილი გამოაქვეყნა, რომელიც მისი წარუმატებელ სეზონს და „იუვენტუსს“ ეხება.
„ჩემთვის ძალიან რთული სეზონი იყო! აღფრთოვანებული ვარ ჩვენი გუნდის ზედიზედ მეცხრე სკუდეტოთი, მაგრამ დეკემბრიდან პირადად ჩემთვის განსაკუთრებული იმედგაცრუება იყო. ორმა სერიოზულმა ტრავმამ სეზონში მხოლოდ 18 თამაშის ჩატარების საშუალება მომცა, უბრალოდ უფრო მეტს ველოდი! თუმცა, ყოველთვის, როდესაც დაეცემი, უნდა წამოდგე. ეს იყო ჩემი 14-წლიანი პროფესიონალური კარიერის დამოკიდებულება, რომლის განმავლობაში შევძელი 20 ტიტულის მოპოვება მსოფლიოს სამ საუკეთესო ლიგაში. ყოველდღიურად ვმუშაობ საკუთარ თავზე და დარწმუნებული ვარ შემიძლია ძველ ფორმას დავუბრუნდე. ყველა „ბიანკონერიმ“ იცის, რომ აქ მხოლოდ იმიტომ ვარ, რომ მიყვარს ეს დიდი გუნდი, გულშემატკივრები, ადგილი და პატივს ვცემ „იუვეს“ შეუდარებელ ისტორიას. მას შემდეგ, რაც აქ 5 წლის წინ ჩამოვედი, წარმოუდგენელი რბოლა ჩავატარეთ და ამ სეზონშიც მოვიგეთ ტიტული. გავაგრძელებ ყველაფრის გაკეთებას, რომ საბოლოოდ დავბრუნდე, რადგან არამხოლოდ მიყვარს ჩვენი კლუბი, ფეხბურთი და „ბიანკონერები“, არამედ ასევე მჯერა რომ შეგვიძლია ერთად გავაგრძელოთ „იუვეს“ ისტორიის წერა“, – დაწერა გერმანელმა სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომსამი ხედირას „იუვენტუსთან“ კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.