მილანის „ინტერის“ მთავარი მწვრთნელი ანდრეა ანიელისთან მომხდარ ინციდენტს საჯაროდ პირველად გამოეხმაურა და განაცხადა, რომ შეცდა. როგორც მან თქვა, მან პროვოკაციბს არასწორად უპასუხა.
„სიმართლის გარკვევა სწორია. ყველამ დაინახა და მოისმინა რა მოხდა. ჩემთვს ეს მნიშვნელოვანია. ვანდებული ვართ ნებისმიერ ვითარებაში გვახსოვდეს, რომ ჩვენ პატივისცემისა და ზრდილობის მოდელები ვართ. ვწუხვარ და აქ ბოდიშის მოსახდელად ვარ. არასწორად ვუპასუხე პროვოკაციებსა და შეურაცხყოფას, მაგრამ ეს არ არის საბაბი“, – თქვა კონტემ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ინტერის“ მატჩის პირველი ტაიმის ბოლოს ანტონიო კონტემ „იუვეს“ ხელმძღვანელებს შუა თითი უჩვენა, ხოლო თამაშის დასრულების შემდეგ ანიელიმ მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.