მთავარი / სიახლეები / სერია A / “ნაპოლი” – “იუვე”: ფეხბურთელთა შეფასებები

“ნაპოლი” – “იუვე”: ფეხბურთელთა შეფასებები

იტალიის სერია A-ს 22-ე ტურში „იუვენტუსი“ „ნაპოლისთან“ 0:1 დამარცხდა და სეზონში მესამე მარცხი განიცადა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით:

შჩესნი 6 – პენალტის ეპიზოდში დამნაშავე არ არის, სხვა მომენტებში მისი საქმეში ჩართვა საჭირო არ ყოფილა.

კუადრადო 5.5 – პირველ ტაიმში ის თითქმის თამაშგარეში იყო და შემდეგ ტრავმაც მიიღო.

ალექს სანდრო 6 – ნორმალური თამაში ჰქონდა, შეცვლაზე ჩაერთო და ცუდად არ გამოიყურებოდა.

დე ლიხტი 6 – საკმაოდ კლდოვანი იყო, მას ადვილად ვერ გასცდები.

კიელინი 5 – შეცდომა არსებობს და ძალიან სერიოზულია. შემდეგ მინიმუმ ორ ეპიზოდში კარგად ითამაშა, მაგრამ ის ერთი შეცდომა ძვირია, მარცხის ფასად დაუჯდა.

დანილო 6.5 – ის „იუვეში“ არლბათ საუკეთესო იყო, უფრო და უფრო მეტი თავდაჯერებით.

ბერნარდესკი 5 – კიდევ ერთი შანსი, პუნქტუალურად განიავებული.

მაკკენი 6 – დარბის, მაგრამ გუნდს ვერ დაეხმარა. მას დასვენება სჭირდებოდა, მაგრამ გარემოება ამის საშუალებას არ იძლევა.

ბენტანკური 6 – „იუვეს“ ნახევარდაცვაში სირთულეები არ ჰქონია, მაგრამ საშუალო შესრულებას ის ვერ გასცდა.

კულუშევსკი 5.5 – მარჯვენა ფლანგი ჩააბარეს, რასაც დადებითი შედეგები არ მოუტანია.

რაბიო 5.5 – როდესაც მეტია საჭირო, ფრანგი მის უზრუნველყოფას ვერასდროს ახერხებს.

კიეზა 6.5 – სცდილობდა, ქმნიდა რიცხობრივ უპირატესობას და საგოლე მომენტებიც ჰქონდა.

მორატა 5 – თამაშის დასაწყისი კარგი ჰქონდა, მაგრამ შემდეგ ყველაფერი წააგო.

რონალდუ 5 – ბევრი შანსი ჰქონდა, მაგრამ ყველა გაანიავა. მათ შორის, წარმოუდგენლად კარიდან მეტრნახევარში, როდესაც მერეტს ბურთი გაარტყა.

პირლო 5 – „იუვე“ ნეაპოლში ჩავიდა ფიზიკური და აგრეთვე მენტალური ძალის გარეშე. მთლიანობაში 0:0 უფრო სამართლიანი იქნებოდა, მაგრამ ეს მაინც უკან გადადგმული ნაბჯია.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …