„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ „იუვენტუსთან“ გამარჯვების შემდეგ განაცხადა, რომ ანდრეა პირლოს გუნდი უფრო მეტს იმსახურებდა, ვიდრე მიიღო. თუმცა, რასაკვირველია, გამარჯვებით გახარებული იყო.
„ჩემი ბიჭების დიდი სულისკვეთება დავინახე. ალბათ, „იუვემ“ უფრო მეტი დაიმსახურება, მაგრამ ჩვენ სირთულეებს გავუძელით. დიდი გამარჯვებაა, რომელიც მორალურად გვჭირდებოდა“, – განაცხადა გატუზომ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ მომდევნო მატჩი 17 თებერვალს, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში სტუმრად „პორტუსთან“ ელოდება.