მთავარი / სიახლეები / კონსეისაო: “ტურინში მხოლოდ გამარჯვებისთვის ვართ”

კონსეისაო: “ტურინში მხოლოდ გამარჯვებისთვის ვართ”

„პორტუს“ მთავარმა მწვრთნელმა სერჟიო კონსეისაომ „იუვენტუსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. პორტუგალიელი სპეციალისტის განცხადებით, მათ მხოლოდ ერთი მიზანი აქვთ – მომდევნო ეტაპზე გასვლა.

„იგივე სულისკვეთება გვექნება, რაც წინა მატჩში გვქონდა. მოვემზადეთ პოზიტიური შედეგისთვის, რაც მომდევნო ეტაპის საგზურს მოგვიტანს და „პორტუს“ ისტორიას შეეფერება – ეს გამარჯვებაა.

ვიცნობთ „იუვენტუსს“, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი ნიშანი, რომელიც მკერდზე გვაქვს გამოსახული. „პორტუს“ ჩემპიონთა ლიგაზე მდიდარი და დიდი ისტორია აქვს. ვიცით, რომ ვეთამაშებით გუნდს, რომელმაც ახლო წარსულში ჩემპიონთა ლიგის ფინალები ითამაშა, რომელმაც ბევრი ინვესტიცია ჩადო ამ ტურნირის მოსაგებად. ვეცდებით ვითამაშოთ საუკეთესო თამაში და მოვიგოთ.

„იუვენტუსი“ ძალიან კონკურენტუნარიანი გუნდია, ვნახეთ „ლაციოსთან“ მატჩი, რომელშიც სხვა და სხვა მოთამაშეებს მიეცათ შანსი. კრიშტიანუ? „იუვე“ იმდენად ძლიერია, რომ შეუძლია საუკეთესო მოთამაშე თადარიგში დატოვოს, მათ იციან ზეწოლაზე გამკლავება, მაგრამ ჩვენ საკუთარ თავზე უნდა ვიფიქროთ და საუკეთესოდ მოვემზადოთ“, – განაცხადა კონსეისაომ.

შეგახსენებთ, „იუვენტუსი“ – „პორტუს“ მატჩი 9 მარტს, თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …