მთავარი / სიახლეები / კონსეისაო: “იუვენტუსთან” გამარჯვება შეგვიძლია”

კონსეისაო: “იუვენტუსთან” გამარჯვება შეგვიძლია”

პორტუგალიური „პორტუს“ მთავარმა მწვრთნელმა სერჟიო კონსეისაომ „იუვენტუსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ მის გუნდს გამარჯვება შეუძლია, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ძლიერ მეტოქეს ხვდებიან.

„ძლიერ „იუვენტუსს“ ველოდები. როდესაც წილისყრა იყო, ვიმსენდი, რომ „იუვეს“ ნაკლებად დადებითი შედეგები ჰქონდა და ძლიერი გუნდი არ იყო, მაგრამ ეს სიმართლე არ არის. ახლა სხვანაირადაა და ბოლო რვა მატჩში „ნაპოლისთან“ წაგების მიუხედავად მხოლოდ 2 გოლი გაუშვეს. თუმცა, ცხადია, მათ ჩვენთან გაუჭირდებათ. „იუვენტუსს“ იგივე დნმ-ით დავუპირისპირდებით, ჩვენ გვაქვს გამარჯვებულის მენტალიტეტი და შეგვიძლია დადებითი შედეგის მოპოვება, კერძოდ, გამარჯვება. მყარი და თანმიმდევრული ფეხბურთი უნდა ვითამშოთ, მსგავსი, როგორც მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ვთამაშობდით“, – თქვა კონსეისაომ.

შეგახსენებთ, რომ „პორტუსა“ და „იუვენტუსის“ მატჩი 17 თებერვალს, თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …