ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ ჩემპიონთა ლიგის დაბრუნებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და თანაგუნდელები გაამხნევა. მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგა რონალდუსთვის განსაკუთრებული ტურნირია და ჯერჯერობით „იუვენტუსთან“ ერთად მან წარმატებას ვერ მიაღწია.
„ეს არის რაც ჩემპიონთა ლიგის შესახებ მინდა ვთქვა: პლეი-ოფის სტადია. ამ მომენტიდან იწყება სულ სხვა შეჯიბრი და ყველას უნდა მოიგოს პირველი თამში, რადგან ყველა დეტალს შეუძლია ცვლილებების შეტანა. ბოლო ორი წელში ჩვენ სახლში დაბრუნება მანამდე მოგვიწია, ვიდრე გვინდოდა, მაგრამ ყველა სეზონში უმაღლესი მიზნებისთვის ვიბრძვით და გამონაკლისი არც წელსაა. ხვალ ძალიან ნიშვნელოვანი თამაშია ძალიან ძლიერი გუნდის წინააღმდეგ და ვიმედოვნებ, რომ ეს არის ძალიან ხანგრძლივი მოგზაურობის დასაყწისი, რომლის დასრულება მხოლოდ ბოლოში გვსურს. მეტოქის პატივისცემა, გამარჯვების ამბიცია და 100%-ით ჩვენს მიზანზე ორიენტირება. წავედით ბიჭებო! Fino Alla Fine!”, – დაწერა რონალდუმ ისტაგრამში.
შეგახსენებთ, რომ „პორტუსა“ და „იუვენტუსის“ მატჩი 17 თებერვალს, თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება. აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც რონალდუ „იუვეშია“, ჩემპიონთა ლიგაზე 2019 წელს მეოთხედფინალში „აიაქსთან“ გამოეთიშა (1:1, 1:2), ხოლო შარშან მერვედფინალში „ლიონთან“ (0:1, 2:1). პლეი-ოფის სტადიაზე ბოლო ორ სეზონში ტურინელებმა მხოლოდ 7 გოლი გაიტანეს და შვიდივეჯერ თავი რონალდუ გამოიჩინა. „იუვენტუსისთვის“ საგანგაშო სტატისტიკაა, რომ რონალდუს დამატების შემდეგ პლეი-ოფის სტადიაზე სხვა მოთამაშეებს გოლი საერთოდ არ გაუტანიათ…