ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ჯორჯო კიელინიმ „პორტუსთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. იტალიელმა ფეხბურთელმა როგორც ხვალინდელ მატჩზე და მეტოქეზე, ისე სხვა საკითხებზე ვრცლად ისაუბრა.
„საბედნიეროდ გუნდში ბევრი გამოცდილი მოთამაშეა. დღეს ჩვენ ვისაუბრეთ „პორტუს“ მახასიათებლებზე, ხოლო ხვალ უკვე უფრო ემოციურ ასპექტზე ვილაპარაკებთ, თუმცა „ინტერთან“ სათასო მატჩებში დაახლოებით მსგავსი რამ უკვე განვიცადეთ. ჩემპიონთა ლიგა უფრო მიმზიდველი ტურნირია, თუნდაც იმიტომ, რომ მეტოქეებს ნაკლებად უცნობ და უფრო მეტი ხარისხია. ჩვენ თავიდან უნდა ავიცილოთ შეცდომა, რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში დავუშვით „ატლეტიკოსთან“ და „ლიონთან“, როცა მერვედფინალში პირველივე თამში წავაგეთ. ესპანელებთან სიტუაცია შინ გამოვასწორეთ, მაგრამ „ლიონთან“ ვერ. ეს გაკვეთილი უნდა გამოდგეს და დარწმუნებული ვარ, ხვალ განსხვავებულ მატჩს ჩავატარებთ.
ჩვენ ძალიან დადებითი პერიოდი გვქონდა და ნაპოლისთან წაგებული მატჩი ამაზე არ მოქმედებს. სტაბილურობა და სიმშვიდე უნდა გვქონდეს, ორი ტურნირი ერთმანეთისგან უნდა გავყოთ. ჩემპიონატში კიდევ 16 თამაში დარჩა და კიდევ ერთი გამოტოვებული შეხვედრა. ახლა იწყება კიდევ ერთი დიდი მიზანია, რასაც ჩემპიონთა ლიგა ჰქვია და ჩვენ დიდი ენთუზიაზმით და სურვილით ვხვდებით.
„პორტუ“ თავს კარგად იცავს. ბოლო რამდენიმე თამაშში გაუჭირდა, მაგრამ ცოტა გოლი გაუშვა. ძალიან ძლიერი გუნდია ფიზიკურად და სახიაფათოა კონტრშეტევებზე, სადაც შეუძლიათ დამანგრეველნი იყვნენ. წილისყრის შემდეგ დავიწყე მარეგას თამაშის შესწავლა, ასევე ტარემის. ისინი კარგად კომბინირებენ და სახიფათოები არიან, როგორც ჩაწოდებებზე, ისე კონტრშეტევებზე. „პორტუს“ ასევე ჰყავს შესანიშნავი ფლანგის ფეხბურთელები, მათ სივრცეები არ უნდა დავუტოვოთ და სათამაშოდ დრო არ უნდამივცეთ. მაინტერესებს დიეგო ლეიტეს ნახვა, პორტუგალიას ყოველთვის ჰყავდა დიდი მცველებიც.
როგორ ნაწილდება სათამაშო დრო ჩემზე, დე ლიხტზე და ბონუჩიზე? მე დემირალსაც დავამატებდი. ჩვენ ოთხი ვართ ამ პოზიციაზე საუკეთესო 20 ფეხბურთელს შორის, განსხვავებული თვისებები გვაქვს. სათამაშო დროზე მწვრთნელს უნდა ჰკითხოთ. ჩვენ ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ თუ ორი მათგანი სათადარიგო სკამზე აღმოვჩნდებით, უნდა ვიცოდეთ, რომ გუნდი მთავარია. მატიასს და დემირალს ახლა უკეთ ვიცნობ, ვიდრე ერთ წლის წინ, ბონუჩსი კი მგონი ჩემს ცოლზე უკეთ ვიცნობ.
კრიშტიანუ?ის განსაკუთრებულია და გამიმართლა, რომ მასთან მხოლოდ თამაში, არამედ ყოველდღიურად ვარჯიში და ცხოვრება შემიძლია, რათა მისი წარმატების პატარა საიდუმლობებიბიც გამეგო. ვიმედოვნებთ, რომ ის გოლის გატანას შეძლებს“, – თქვა კიელინიმ.
შეგახსენებთ, რომ „პორტუსა“ და „იუვენტუსის“ მატჩი 17 თებერვალს, თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.