არამხოლოდ მარიო მანჯუკიჩი და დანიელე რუგანი… „იუვენტუსი“ მოიზე კინისთვის ახალი კონტრაქტის გაფორმებას აპირებს და ეს პრიორიტეტად იქცა.
ნიჭიერ ფორვარდს კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულში ეწურება და ტურინელებს არც ისე ბევრი დრო აქვთ. ამიტომ, კინის აგენტ მინო რაიოლასთან მოლპარაკებები უახლოეს ხანებში დაიწყება. ახალი ხელშეკრულების ფინანსური მხარე ამ დრომდე უცნობი რჩება.
თუმცა, კინის ბოლოდროინდელმა თამაშმა ყველა დაარწმუნა, რომ 19 წლის ტალანტის ხელიდან გაშვება შესაძლოა დიდი შეცდომა იყოს. შეგახსენებთ, რომ კინმა ჯერ „უდინეზესთან“ დუბლი შეასრულა და მერე იტალიის ნაკრებში ორ მატჩში ორი გოლიც გაიტანა.