მარიო მანჯუკიჩი სულ მალე ტურინის „იუვენტუსთან“ კონტრაქტს გაახანგრძლივებს. ეს ინფორმაცია აქამდეც არაერთხელ გავრცელდა, მაგრამ Sky Sport-ის ცნობით, მხარეები ყველა დეტალზე საბოლოოდ შეთანხმდნენ და ახლა მხოლოდ ოფიციალურად დადასტურება აკლია.
მანჯუკიჩი, რომელსაც მიმდინარე ხელშეკრულება 2020 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და სეზონში 4.5 მილიონ ევროს იღებს. განახლებული პირობების თანახმად კი, 5.5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, რასაც ბონუსები დაემატება, ხოლო კონტრაქტი ერთი წლის ვადით, 2021 წლის 30 ივნისამდე გახანგძლივდება.
Sky Sport-ი ირწმუნება, რომ ეს ინფორმაცია უახლოეს დღეებში ოფიციალურად დადასტურება, ხოლო შემდეგ ტურინელები იგივე ნაბიჯს მოიზე კინთან მიმართებაში გადადგამენ და 19 წლის შემტევს ახალ ხელშეკრულებას გაუფორმებენ.