ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა ფედერიკო კიეზამ „სპალთან“ (4:0) გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელმა მოედანზე მხოლოდ 12 წუთი გაატარა, მაგრამ გოლი გაიტანა და საგოლე პასი შეასრულა.
„ძალიან გვინდა ამ თასის მოგება, გვინდა, ნებისმიერ ტურნირზე ბოლომდე მივიდეთ. ეს თამში უნდა მოგვეგო და ახლა უკვე „სამპდორიასთან“ მატჩზე ვიფიქრებთ, ხოლო შემდეგ გვაქვს დიდი ნახევარფინალი.
დიახ, კალენდარი ძალიან მჭიდროა, მაგრამ შესანიშნავი გუნდი ვართ და მზად ვიქნებით ნებისმიერი მატჩისთვის, ჩვენ „იუვე“ ვართ და აქ ყოველთვის გამარჯვებას ითხოვენ. მე მოსამატებელი მაქვს, ყველაფერი უნდა გავიღო გუნდისთვის და კლუბისთვის, რომელსაც ჩემი შეძენა გასულ ზაფხულს ასე ძალიან სურდა. ჩემი მაქსიმუმი უნდა გავაკეთო და ეს არის გასავლელი გზა“, – თქვა კიეზამ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ იტალიის თასის ნახევარფინალში „ინტერს“ დაუპირისპირდება (ჯერ სტუმრად, მერე შინ), ხოლო მანამდე 30 იანვარს, სერია A-ში გენუის „სამპდორიას“ სტუმრად შეხვდება.