მთავარი / სიახლეები / ფრაბოტა: “არ მეგონა, რომ პირველ გუნდში ამდენი სათამაშო დრო მომეცემოდა”

ფრაბოტა: “არ მეგონა, რომ პირველ გუნდში ამდენი სათამაშო დრო მომეცემოდა”

ტურინის „იუვენტუსმა“ იტალიის თასზე „სპალი“ (4:0) დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა. ამ შეხვედრაში სადებიუტო გოლი გაიტანა ჯანლუკა ფრაბოტამ, რომელიც „იუვეს“ ყველაზე ახალგაზრდა იტალიელი ფეხბურთელია 2017 წლის შემდეგ (21 წლის), რომელმაც გოლი გაიტანა. მარცხენა მცველმა თამაშის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„გოლის გატანა ჩემთვის ძალიან დიდი ემოციაა, აქამდეც ვცდილობდი და როგორც იქნა, მოვახერხე. რა თქმა უნდა, ეს განვითარების შესაძლებლობაა, მადლობა უნდა გადავუხადო მწვრთნელს, რომელიც მენდობა და იმედი მაქვს, მას სამაგიეროდ მოედნიდან გადავუხდი.

სეზონის დასაწყისში მეც და ყველას ეგონა, რომ პირლო 23-წლამდე გუნდში იმუშავებდა და მეც იქ ვიქნებოდი, მაგრამ შემდეგ პირველ გუნდში დაინიშნა. თუმცა, მე არ მეგონა, რომ მთავარ გუნდში ამდენ თამაშს ვითამაშებდი. ეტაპობრივად მწვრთნელმა ნდობა გამომიცხადა და ბედნიერი ვარ.

დიახ, კულუშევსკის დრიბლინგის დროს იმედი მქონდა, რომ ბურთს მე მომცემდა, ბედნიერი ვარ, რომ ფაჯიოლიმ ის დამითმო, რადგან მასაც შეეძლო ბურთის გაჩერება. მე დავუძახე, საბედნიეროდ არ შეეხო და დარტყმა მოვახერხე. გოლს ჩემს შეყვარებულს და ოჯახს ვუძღვნი“, – თქვა ფრაბოტამ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ იტალიის თასის ნახევარფინალში „ინტერს“ დაუპირისპირდება (ჯერ სტუმრად, მერე შინ), ხოლო მანამდე 30 იანვარს, სერია A-ში გენუის „სამპდორიას“ სტუმრად შეხვდება.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …