მთავარი / სიახლეები / ანდრეა პირლო: “ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული”

ანდრეა პირლო: “ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ იტალიის თასის მეოთხედფინალში „სპალთან“ (4:0) გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. 41 წლის სპეციალისტის განცხადებით, იტალიის თასის მოგება გუნდის მიზანია და ასევე აღნიშნა, რომ სერია A-ში ჩამორჩენის მიუხედავად, ყველაფერი „იუვეზეა“ დამოკიდებული.

„მომდევნო ეტაპზე გასვლა ჩვენი მიზანი იყო და ეს გავაკეთეთ გუნდის წინააღმდეგ, რომელიც თავის ლიგაში კარგ სეზონს ატარებს. თავიდანვე სწორმა მიდგომამ თამაში გაგვიმარტივა. სეზონის დასაწყისიდან სამ დღეში ერთხელ ვთამაშობთ და ამას შევეჩვიეთ. ახლა „სამპდორიაზე“ უნდა გავაკეთოთ კონცენტრაცია, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი მატჩია.

ბუფონი კონტრაქტს გაახანგრძლივებს? ვიმედოვნებ, ასე იქნება. ის კარგად არის და თუ დარჩება, მხოლოდ მესიამოვნება. ჯიჯის ყოლა ჩემთვის დიდი სიამოვნებაა, რადგან ყოველდღე ხედავ ვარჯიშზე, რომ მას ბავშვის სურვილი აქვს. როდესაც ადამიანს ეს ენერგია აქვს, შუეძლია გააგრძელოს თამაში და მხოლოდ მაშინ გაჩერდეს, როცა სტიმული აღარ ექნება. როდესაც ერთად ვთამაშობდით, არ მეგონა, რომ ამ დრომდე ითამაშებდა, მაგრამ მან კარგად შეძლო სიტმულის მოძებნა, კარგად იმუშავა ფიზიკურად და მენტალუად. მას კიდევ ექნება სათამაშო პრაქტიკა, რადგან დამატკიცა, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა.

რაც შეეხება ახალგაზრდებს, ვფიქრობ, „იუვე“ პირველი და ერთადერთი გუნდია, რომელიც 23-წლამდე გუნდის ფეხბურთელებით თამაშობს. ეს კარგი არჩევანია ამ ბიჭების განვითარებისთვის, რომლებიც ისეთ ჩემპიონატში თამაშობენ, როგორიც Lega Pro-ა. სხვა გუნდებმაც უნდა გააკეთონ იგივე სისტემა, მნიშვნელოვანი იქნებოდა, რომ სერია C-ში მეორე გუნდები სხვა კლუბებსაც ჰყავდეთ.

მშრალი თამაში ზედიზედ მესამედ? ყოველთვის სასიამოვნოა, როდესაც გოლს არ უშვებ, ეს გეხმარება უკეთ თამაშში. ბერნარდესკისმ ტერფის მსუბუქი დაჭიმვა განიცადა, ხოლო მორატას რაც შეეხება, ვფიქრობ, მომდევნო მატჩისთვის ჩვენს განკარგულებაში იქნება.

კულუშევსკი თავდამსხმელად? მას შეუძლია ბევრ პოზიციაზე თამაში, დღეისთვის ჩვენთვის საჭიროებებიდან გამომდინარე თავდამსხმელია. ის საინტერესო ბიჭია, რომელიც ამ მომენტში ფიზიკურად და მენტალურად კარგადაა. სამწუხაროა, რომ შაბათს დისკვალიფიცირებულია, მაგრამ მომდევნო თამაშებისთვის ენერგიას აღიდგენს.

ფაჯიოლი რეჯისტას პოზიციაზე? ის ძალიან საინტერესო ბიჭია, რომელიც ცოტა ხანი ჩვენთან ვარჯიშობდა. ჩემსავით ისიც გამთამაშებლად გაიზარდა, მაგრამ მას თამაშის კონსტრუქცია შეუძლია, ის ფიზიკურად არ არის „მეძალას“ (ცენტრალური ნახევარცმველი ოღონდ, არა ცენტრში, არამედ ოდნავ მარჯვნივ, ან მარცხნივ) პოზიციის ფეხბურთელი, კარგი ტექნიკა და მოედნის ხედვა აქვს, შეუძლია რეჯისტობა. არ არის საჭირო ის პასუხისმგებლობით დავტვირთოთ, მაგრამ მისგან მეტსაც ველოდებით.

სატურნირო ცხრილში უკან ვართ? როდესაც „იუვეში“ როგორც ფეხბურთელი მოვედი, პირველ წელს მთელი სეზონი „მილანზე“ უკან ვიყავით, მაგრამ საბოლოოდ ჩვენ მოვიგეთ. თუ პრობლემებს არ შევიქმნით, ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. იტალიის თასი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზანია და ახლა იტალიური დერბისთვის ვემზადებით.

„ინტერთან“ ნახევარფინალი? მილანური თამში ჩემპიონატის ნაწილი იყო და დავიწყებულია, ის, რომელიც მომდევნო კვირაში უნდა ვითამაშოთ, თასის ნახევარფინალია და ფინალში გასვლის დიდი სურვილით ვითამაშებთ. ორი სრულიად განსხვავებული მატჩი იქნება. ჩვენი მიზანი ფინალში გასვლაა“, – თქვა პირლომ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ იტალიის თასის ნახევარფინალში „ინტერს“ დაუპირისპირდება (ჯერ სტუმრად, მერე შინ), ხოლო მანამდე 30 იანვარს, სერია A-ში გენუის „სამპდორიას“ სტუმრად შეხვდება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …