ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა ფედერიკო კიეზამ „უდინეზესთან“ (4:1) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელი ნახევარცველის განცხადებით, პირველი გოლი ძალიან მნიშვენლოვანი იყო და ამან თამაში გახსნა.
„მეორე ტაიმში უფრო სიღრმიდან და თავდაჯერებით ვუტევდით. პირველ ტაიმში მათ სივრცეები კარგად ჩაკეტეს, მწვრთნელმა გვთხოვა გაგვეხსნა სივრცეები და პირველი გოლი ძალიან მნიშვნელოვანი იყო. შემდეგ, როდესაც „უდინეზე“ გაიხსნა, უფრო მეტი სიზუსტით ვითამაშეთ და სამი ქულა მოვიპოვეთ, რაც ძალიან გვსურდა.
მე მოედანზე ყოველთვის იმისთვის გავდივარ, რომ გუნდს მაქსიმალურად დავეხმარო. სტაბილურობა უფრო მეტ თავდაჯერებას მაძლევს, გარდა ამისა, ვარჯიშზე ყოველთვის ვსწვალობ, მაგრამ ამ ყველაფრის გატანა მოედანზეა საჭირო.
ჩემი პოზიცია მოედანზე? ნებისმიერ შემთხვევაში მზად უნდა ვიყო. ოთხშაბათს ფუნდამენტური მატჩი გვაქვს, ჩვენ „იუვენტუსი“ ვართ და ჩვენგან ყოველთვის მოგებას ითხოვენ“, – თქვა კიეზამ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ სატურნირო ცხრილში 27 ქულით მეხუთე ადგილზეა და მომდევნო მატჩს 6 იანვარს, სტუმრად „მილანთან“ გამართავს.