ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ „უდინეზესთან“ (4:1) გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. პირლო თამაშის ხარისხით კმაყოფილი არ დარჩენილა.
„ეს არ იყო საუკეთესო „იუვენტუსი“, ამ თამაშს საშინელი წაგებით შევხვდით და განსაკუთრებით დასაწყისში გვეშინოდა. ნელ-ნელა მოვუმატეთ და მეორე ნახევარში უკეთ ვითამაშეთ. დიბალა? ჩვენ ის გვჭირდება და პირიქით. მან კარგად ივარჯიშა ამ დღეებში და ეს მოედანზეც აჩვენა. ფიზიკური თვალსაზრისით უკეთადაა და ამიტომაც დარჩა ბოლომდე მოედანზე. გოლი დაიმსახურა.
როდესაც თავს ვიცავთ, კიეზა უფრო ცენტრში უნდა დარჩეს და მობილიზებული იყოს ბურთის დაბრუნების შემთხვევაში. ის სისწრაფეზე ძალიან კარგია. მნიშვნელოვანი იყო დამოკიდებულება, რომელიც მიზნად ისახავდა გამარჯვებას, „უდინეზეს“ ბევრი კონტრშეტევის საშუალება არ მივეცით. რემზი? ის მნიშვნელოვანი მოთამაშეა, რომელსაც ბოლო წლებში ბევრი ტრავმები ჰქონდა, მაგრამ როდესაც კარგადაა, კარგად თამაშობს.
არ ყოფილა დისკუსია, მაგრამ იყო საუბარი ჩემსა და გუნდს შორის. უნდა გვჯეროდეს იმის, რასაც ვამზადებთ. ყოველთვის უნდა გქონდეს გადაწყვეტილი გამარჯვება, თუ ასე არ არის, მაშინ ყველაფერი დაკარგულია.
ტრანსფერები? ჩვენ ვსაუბრობთ. ბაზარი ხვალ გაიხსნება და კლუბთან ერთად ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ. თავდამსხმელი გვჭირდება, რომელიც დაგვეხმარება როტაციაშია. იდეალური ფეხბურთელი კი არ არსებობს. ჟირუ? შეიძლება, რომ ის დაგვეხმაროს.
„მილანი“? ველოდები ამ თამაშს, ადრე მილანელოზე ვიყავი და პიოლის რამდენიმე ვარჯიშს ვუყურე. მათ ეს პირველი ადგილი დაიმსახურეს. მორატა? დღითიდღე შეფასდება მისი სიტუაცია, „მილანთან“ მისი თამაშის შანსი ძალიან დაბალია“, – თქვა პირლომ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ სატურნირო ცხრილში 27 ქულით მეხუთე ადგილზეა და მომდევნო მატჩს 6 იანვარს, სტუმრად „მილანთან“ გამართავს.