ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა თავის წიგნში დაწერა, რომ არტურო ვიდალს დალევა უყვარდა და ხშირად ვარჯიშებს აცდენდა.
ანტონიო კონტეს კი მისი შემადგენლობიდან მოკვეთა და სამაგალითოდ დასჯა სურდა.
„ვიდალი ძალიან ბევრს სვამდა. ერთხელ მაიამიში ამერიკულ ტურნეში ვიყავით და საწოლიდან ძალიან წამოვაყენეთ. კონტეს სურდა შემადგენლობიდან მოეკვეთა და სამაგალითოდ დაესაჯა.
მაიამიში 40 გრადუსი სიცხე იყო. 10 წუთის შემდეგ არტურო ისევ სვამდა და ბურთსაც ვეღარ ხედავდა ვარჯიში ისე დაასრულა. ის ნამდვილი მებრძოლია თუ დიდი ჩემპიონი?“, – წერს კიელინი.