ტურინის „იუვენტუსი“ ანდრე ბარძალიმ დატოვა და ეს გადაწყვეტილება ოჯახთან ახლოს ყოფნით მიზნით ახსნა.
„გადავწყვიტე არჩევანი ცხოვრების გამო გამეკეთებინა, ეს იყო გულის არჩევანი. მაგრამ ვიგრძენი, რომ უფრო მეტად ჩემი ოჯახისთვის უნდა ვიცხოვრო, რომელიც ამ წლების განმავლობაში ჩუმად მხარს მიჭერდა და ჩემს პროფესიონალურ არჩევანს პატივს ვცემდი. დღეს პრივილეგია ერთი ოჯახის ნაცვლად მეორეს მივანიჭე. „იუვენტუსთან“ სამუდამოდ მიბმული და მადლიერი ვიქნები, მაგრამ ეს სწორი არჩევანია.
მე ვფიქრობ იმ ადამიანებზე, რომლებისგანაც ყოველთვის ვგრძნობდი პატივისცემას და სიახლოვეს, როგორც პრეზიდენტისგან, მწვრთნელისგან, ფაბიოსგან (პარატიჩი) და პაველისგან (ნედვედი). მადლობა თანაგუნდელებს, გულშემატკივრებს, პროფესიონალებს, რომლებიც ყოველდღიურად მუშაობენ „იუვენტუსის“ შესაქმნელად. ბოლომდე ფორცა „იუვენტუს“! ყოველთვის თქვენი, ადრეა!“, – დაწერა ბარძალიმ.
იტალიური მედიის ცნობით, ბარძალი ფლორენციაში დაბრუნდა, რომელიც მისი მშობლიური ქალაქია.