ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა მირალემ პიანიჩმა განაცხადა, რომ ეს საოცარი გუნდია, ნამდვილი ოჯახი.
„იუვე“, ეს არის ოჯახი, უმაღლესი დონის გუნდი. როდესაც ტიტულებს ხედავ, საკუთარ თავს ეუბნები, რომ შენც უნდა მიიტანო იქ. საოცარი კლუბია.
ჩემი პოზიცია მოედნაზე? „იუვენტუსში“ გადასვლამდე ალეგრიმ მითხრა, რომ დაცვის წინ მათამაშებდა. თანდათან შევეჩვიე ამას და ის მეუბნებოდა რაში უნდა მომენატებინა. თუმცა, „მეძალას“ პოზიციაზე თამაში დღესაც შემიძლია“, – თქვა პიანიჩიმა.
შეგახსენებთ, რომ მირალემმა შესაძლოა ზაფხულში გუნდი დატოვოს. აქტიურად მიმდინარეობს საუბარი „ბარსელონაში“ ან „ჩელსიში“ გადასვლაზე.